თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ქართველი სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.
პროგნოზის მიხედვით, 27 აგვისტოს საქართველოში უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
ყველაზე მეტად რუსთავში დაცხება – ჰაერი ქალაქში 37 გრადუსამდე მოიმატებს. შემდეგ მოდიან თბილისი და ქუთაისი – 36 გრადუსი.
ბათუმსა და ფოთში 30 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ზუგდიდში ტემპერატურა 34 გრადუსს მიაღწევს.
ახალციხეში მოსალოდნელია 32, ლენტეხსა და ცაგერში – 31, ხოლო ამბროლაურში – 33 გრადუსი.
ასევე სიცხე იქნება გორში – 35 გრადუსი. ამდენივე გრადუსი დაფიქსირდება ყვარელში, თელავში ტემპერატურა 33 გრადუსს, ხოლო სიღნაღში 32 გრადუსს მიაღწევს.