თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. ქობულეთში ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
შემთხვევა დღეს მდინარე კინტრიშისა და მდინარე აჭყვას შორის არსებულ პლაჟზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 23 წლის მამაკაცი სანაპიროზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც მისი ახლობლები აცხადებენ, მან ცურვა არ იცოდა. ის დასასვენებლად ქობულეთში კახეთიდან ჩავიდა.
შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა იმყოფებოდა. სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვნენ მყვინთავებიც. ნახევარსაათიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა ახალგაზრდა კაცის ცხედარი ზღვიდან ამოიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.