„ცარიელი ცხვირი დარჩი...“ – ნუკი კოშკელიშვილი უფოტოშოპო სურათის გამო გააკრიტიკეს

მსახიობმა ვაჟთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომლის გამოც კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. როგორ გამოიყურება „ინფლუენსერი“ დაუმუშავებელ სურათზე და რა არ მოეწონა მის ხელმომწერს?
Sputnik
„ჩემი კაპიტანი“ – ასე დაასათაურა ნუკი კოშკელიშვილმა „ინსტაგრამზე“ ყოველგვარი კომპიუტერული ეფექტის გარეშე გამოქვეყნებული ფოტო. უწყინარმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მსახიობი კვეთრად დაკლებული კილოგრამების გამო გააკრიტიკეს.
მიუხედავად იმისა, რომ ფოტომ 12 ათასზე მეტი მოწონება დაიმსახურა, არაკეთილმოსურნეები მაინც გამოჩნდნენ. „მგონი ცარიელი ცხვირი დარჩი“ , – ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი მომხმარებელი ნუკის ფოტოს. ნუკიმ აღნიშნული კომენტარი ურეაქციოდ დატოვა.
ზაფხულის ცხელ დღეებს ნუკი ვაჟთან ერთად ბათუმში ატარებს. მსახიობი ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა. მიზეზი კი მისი ახალი წამოწყება – წარმატებით დაწყებული ბიზნესი აღმოჩნდა. პოპულარულმა ტელესახემ საკუთარი კოსმეტიკური ხაზი შექმნა. ერთ-ერთი ახალი ფილიალი მან ბათუმშიც გახსნა. საქართველოს მასშტაბით ბრენდი „ნუკი კოსმეტიქსი“ ქალბატონების უალტერნატივო არჩევანი გახდა. „სიყვარულით ნუკისგან“ – ასეთია მისი ბრენდის ლოზუნგი. ბიზნესის პარალელურად ნუკი დასვენებას არ ივიწყებს და დიდ დროს ვაჟთან ერთად ატარებს.
ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს. ეს გადაწყვეტილება მან სპონტანურად მიიღო და იხსენებს, რომ წესიერად არც იცოდა ვისთან ჩადიოდა ამერიკაში. გარისკა და ძალიან გაუმართლა, რომ პირველ პარტნიორთან მტკივნეული დაშორების შემდეგ ბენჯის შეხვდა, რომელთანაც უკვე მრავალწლიანი ბედნიერი ქორწინება აკავშირებს.