„ნიღბები მხოლოდ კოცნის დროს მოვიხსენით...“ – ნიკა გვარამია დაქორწინდა

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ქორწილის ამსახველ ფოტოებს აქვეყნებს.
Sputnik
„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ცოტა ხნის წინ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მას და მის მეუღლეს თავის დროზე ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა ყველაფერი მუსიკოსმა გიორგი უშიკიშვილმა გამოასწორა და შუამთაში, ნიკოს დუქანში სახელდახელო ქორწილი გადაუხადა.
როგორც გვარამია წერს, ყველაფერი კოვიდ-რეგულაციების დაცვით ჩატარდა და ნიღბებიც მხოლოდ კოცნის დროს მოიხსნეს.
ცნობილი იურისტი, საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენდირექტორი ნიკა გვარამია დღევანდელ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ადამიანად ითვლება. საკმარისია გვარამიამ რომელიმე ტელეარხთან, ტელეგადაცემასა თუ გაზეთში რაიმე კომენტარი გააკეთოს, მის ნათქვამს საზოგადოება მაშინვე იტაცებს.
ნიკა გვარამია პირად ურთიერთობებზე საჯაროდ არასდროს საუბრობს, მაგრამ ყველას ახსოვს მისი ვრცელი პოსტი. გამოქვეყნებულ ემოციურ ტექსტში გვარამია მეუღლეს – სოფოს მადლობას ეუბნებოდა და ბოდიშსაც უხდიდა.
ფოტოების გათვალისწინებით, ნიკას ვაჟი უფრო მეტად ჰგავს, ვიდრე ქალიშვილი. ჟღალთმიანი ბიჭუნა და შავთმიანი გოგონა დედა-მამის პროტოტიპები არიან. როგორც ნიკა აღნიშნავს, შვილებთან ბევრ დროს ვერ ატარებს. ბავშვები სრული დატვირთვით მეცადინეობენ, მამა კი პოლიტიკურ საქმეებს არკვევს და არხის ინტერესებს იცავს.