გია სურამელაშვილი აიცრა – მის ჩაცმულობას სოცქსელებში განიხილავენ

ექსტრავაგანტული მომღერალი ვაქცინაციისთვის ასეთი ჩაცმულობით მივიდა.
Sputnik
მომღერალი გია სურამელაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ფაიზერის” ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველ კადრებს მომღერალი სოციალურ ქსელში თავად ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, მან ვაქცინაციისთვის „მედ კაპიტალს“ მიმართა.
მომღერალის ჩაცმულობას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ესტრავაგანტულ ხელოვანს მსგავსი კომენტარებით ამკობენ:

„რომ არ დაეწერათ, ია დეიდა მეგონებოდა ჩემი მეზობელი“, „ეს გლოვის ჩაცმულობა და სახე რაღაა“, „წინასწარ მოემზადა შავებში“, „გაგიხმეს თავი, ჩემი მეზობელი მეგონა“, „გეყოფათ ქილიკი, თორე არც უსმენთ მის სიმღერებს ორ ჭიქას რომ დალევთ, მაგრამ ქართველი რისი ქართველია ბოღმა და სიბორტე არ გადმოაფრქვიოს“.