თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.031-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 536.202-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 473.502 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.585), გარდაიცვალა – 7.102 (ბოლო 24 საათში – 73). კარანტინის რეჟიმშია 130, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.493 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.205 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 42.744 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25.358, PCR–ტესტით – 17.386.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,43%, ბოლო 14 დღის – 10,7%, ბოლო 7 დღის – 10,4%.
სულ ჩატარებულია 1.095.069 აცრა, ერთ დღეში აცრილია 26.418 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.