უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებისა და ძლიერი ქარის გამო შესაძლოა ტყის ხანძრების საფრთხე გაჩნდეს.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან მატებას ვარაუდობენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ცნობით, 27–30 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 38 გრადუსს გადააჭარბოს.
კვირის პროგნოზი: როგორი ამინდი იქნება თბილისში 23–29 აგვისტოს
ასევე 29–30 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი–სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
უწყება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.