საგარეჯოს ერთ-ერთ სოფელში მწყემსი გარდაცვლილი იპოვეს

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდარზე ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო – Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გარდაცვლილი მწყემსი ნახეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ტელეარხის ცნობით, მამაკაცს ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცმა თავი მოიკლა.
ამ ეტაპზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის. შესაბამისი უწყებები მომხდარზე ინფორმაციას ჯერ არ ავრცელებენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.