სახელდების ცერემონია ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა, სადაც პოლიტიკოსს თავისი სახელობის ორქიდეების თაიგული მიართვეს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ასევე გადასცეს მოწმობა ორქიდეისთვის მისი სახელის მინიჭების შესახებ.
სინგაპურში ორქიდეების ახალი ჯიშისთვის მაღალი რანგის სტუმრის სახელის წოდება საკმაოდ გავრცელებული ტრადიციაა. მაგალითად, 2013 წელს აშშ-ის მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის სტუმრობისას ორქიდეის იისფერ ჰიბრიდს „დენდრობიუმ ჯო და ჯილ ბაიდენი“ უწოდეს.