COVID-19 - ბოლო ცნობები

აღმოჩენილია უცხო ნარევი: იაპონიაში Moderna-ს გამოყენება შეჩერდა

Sputnik
თბილისი, 26 აგვისტო − Sputnik. ვაქცინაციის სხვადასხვა ცენტრებიდან მიღებული ინფორმაციით, კომპანია Moderna-ს ანტიკორონავირუსულ ვაქცინაში, რომელიც ესპანეთშია დამზადებული, უცხო ნივთიერებებია აღმოჩენილი, რის გამოც მათი გამოყენება შეჩერებულია, იუწყება სააგენტო Kyodo იაპონიის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროზე დაყრდნობით.
Pfizer-მა და Moderna-მ კოვიდ-ვაქცინები გააძვირეს
გავრცელებული ინფორმაციით, იაპონურმა ფარმაცევტულმა კომპანია Takeda Pharmaceutical Co.-მ, რომელიც Moderna-ს ვაქცინის ქვეყანაში გაყიდვასა და გავრცელებაზეა პასუხისმგებელი, პრეპარატის 1,63 მლნ დოზა შეაჩერა უსაფრთხოების თვალსაზრისიდან გამომდინარე. კომპანიაში აღნიშნეს, რომ იწყება უცხო მასალების აღმოჩენის შესახებ ფაქტის შესწავლა.
იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავის მხრივ, ამერიკული ფირმა Moderna ასევე აპირებს გამოძიების დაწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით.
ამ დროისათვის იაპონიაში COVID-19-ის ვაქცინაციისთვის გამოიყენება ბრიტანულ-შვედური კომპანია AstraZeneca-ს, ამერიკული Moderna-სა და ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის პრეპარატები. ქვეყანაში უკვე აცრილია 68,1 მლნ კაცი (მოსახლეობის 53,6%) − ერთი დოზით, და 54,1 მლნ (42,6%) − ორივე დოზით.