ბერა ივანიშვილმა ვაჟთან ერთად ზღაპრული ფოტოსესია მოიწყო – ნახეთ როგორ გაიზარდა ბიჭუნა

ბერუკა ივანიშვილის უახლესმა ფოტოსესიამ დიდი ხმაური გამოიწვია. აღნიშნავენ ბიჭუნას ზღაპრულ კადრებს და ახალბედა მამის უთბილეს დამოკიდებულებას.
Sputnik
მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში შვილთან ერთად ულამაზესი ფოტოსესია მოიწყო. ახალმა კადრებმა 80 ათასამდე მოწონება რამდენიმე საათში დააგროვა. როგორც ჩანს, მამა-შვილი ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს.
მუსიკოსმა ბერა ივანიშვილმა ოჯახთან ერთად საქართველო სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, აპრილში დატოვა. ამის შესახებ ცნობილი ბერას მეუღლის ნანუკა გუდავაძის „ინსტაგრამიდან“ გახდა. წყვილი სამხრეთ კორეაში, კერძოდ, სეულში უკვე ოთხ თვეზე მეტია იმყოფება. მათთან ერთად არის პატარა ბერუკაც.
თავდაპირველად ნანუკა გუდავაძემ და ბერა ივანიშვილმა სამხრეთ კორეაში თან წაიყვანეს ნანუკას და ანი გუდავაძე, მისი ქმარი ნიკუშა ფიცხელაური და მათი მცირეწლოვანი ვაჟიც. სწორედ პატარების ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მოდელმა პირად გვერდზე. როგორც ჩანს, ახლა ბერუკას ბიძაც შეუერთდა. ცოტნე ივანიშვილთან ერთად რეპერმა უახლესი ფოტო მალევე გამოაქვეყნა.