სულაბერიძეების ცნობილი ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრი მუდამ ყურადღების ცენტრშია. უახლესი ვიდეო ნოე სულაბერიძემ „ინსტაგრამის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა, სადაც პატარა ანას ცურვას ასწავლის, ის კი საპასუხოდ კოცნით აჯილდოვებს.
ანა სულაბერიძე მოდელ დედასთან ერთად უკვე გადაღებებშიც მონაწილეობს. ხორვატიაში გაფრენამდე ნოემ და ჯანეტმა დაუვიწყარი მოგონებები აჩუქეს შვილს. ოჯახმა ბაკურიანი, ჩიბათი და ბათუმი პატარასთან ერთად მოიარა. წყვილი ხორვატიაში მეგობრებთან ერთად გაემგზავრა, პატარა ანა კი ჯანეტის მშობლებს დაუტოვეს.
ნოეს და ჯანეტის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი გასული წლის 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს.