რუსთავში ახალგაზრდა ქალმა 80 წლამდე ასაკის მეზობელი მოკლა

ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე საკუთარ მეზობელს ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. პოლიციამ რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი „ცხელ კვალზე“ დააკავა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დგინდება, რომ 1997 წელს დაბადებულმა პირმა ქალაქ რუსთავში საყოფაცხოვრებო საკითხზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე საკუთარ მეზობელს მისსავე ბინაში ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც 1942 წელს დაბადებული მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობა გახსნილია: დაკავებულია ერთი პირი
პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე „ცხელ კვალზე“ დააკავა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.