ჩხოროწყუში მომხდარი მკვლელობა გახსნილია: დაკავებულია ერთი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულ მამაკაცს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
Sputnik
თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. სამართალდამცველებმა ჩხოროწყუს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრელებულ განცხადებაში.
შემთხვევა 23 აგვისტოს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
როგორც გამოძიებით დადგინდა, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 28 და 25 წლის ძმებს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი ძმა მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა.
შსს-ში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.