„ვაფრქვევ კორონასავით...“ – მაიკო კაჭკაჭიშვილმა სადეზინფექციო ხსნარი დაამზადა

Sputnik
კომპოზიტორი და მომღერალი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომხმარებელს ანტისეპტიკური ხსნარის დამზადებას ასწავლის.
როგორც კომპოზიტორი წერს, სანამ ლიფტში ან სადმე დახურულ სივრცეში შედის, ამ სითხეს აფრქვევს.
„მოკლედ, სამედიცინო სპირტი 400 მლ, წყალბადის ზეჟანგი (პერეკისი) 20 მლ, გლიცერინი 8 მლ და ამ ყველაფერს გამოხდილი წყლით ავიყვანთ 500 მილილიტრამდე. ისეთი ძლიერია, იოტაც მოვიდეს თუ უნდა“, – წერს მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში.