თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 5.924 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 2.302 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი აჭარაა.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 803, აჭარა – 629, კახეთი – 537, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 412, შიდა ქართლი – 381, ქვემო ქართლი – 376, მცხეთა-მთიანეთი – 165, სამცხე-ჯავახეთი – 77, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4.777 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 458.265-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 60 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.891-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 57.840 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.410 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.153, აჭარაში – 1.036, იმერეთში – 1.112.
1.568 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 376 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 43, იმერეთში – 24. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.320 ადამიანი, მათ შორის 1.545 – თბილისში, 1.244 – აჭარაში. 47.110 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 116 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 114, ხოლო აჭარაში – 2.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57.771 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 30.012 პირი, აჭარაში – 8.246, იმერეთში – 4.553.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 523.022-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.