თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 5.924-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 523.022-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 458.265 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.777), გარდაიცვალა – 6.891 (ბოლო 24 საათში – 60). კარანტინის რეჟიმშია 116, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.410 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.320 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 47.288 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 35.185, PCR–ტესტით – 12.103.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 12,53%, ბოლო 14 დღის – 10,93%, ბოლო 7 დღის – 10,72%.
სულ ჩატარებულია 1.010.096 აცრა, ერთ დღეში აცრილია 30.067 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.