ვიზიტორთა საყურადღებოდ: ისრაელმა საქართველო „წითელი ქვეყნების" სიიდან ამოიღო

საქართველოში ვიზიტის შემდეგ უკან დაბრუნებული ისრაელის მოქალაქეები სავალდებულო თვითიზოლაციას ან კარანტინს გაივლიან.
Sputnik
თბილისი, 24 აგვისტო – Sputnik. ისრაელმა საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი ავრცელებს.
„მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ გუშინ ისრაელის მთავრობამ საქართველო „წითელი“ ქვეყნების ჯგუფიდან „ნარინჯისფერ“ ქვეყნებში გადაიყვანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ისრაელელ ტურისტებს კვლავ შეუძლიათ ამ ულამაზეს ქვეყანაში სტუმრობა“, – დაწერა რან გიდორმა.
ისრაელიდან ვიზიტორებისთვის საქართველო „წითელ ზონად" გამოცხადდა
ელჩის ინფორმაციით, უკან დაბრუნებისას ისრაელის მოქალაქეები დაექვემდებარებიან თვითიზოლაციას ან კარანტინს.
აღნიშნული გადაწყვეტულება ძალაში 1 სექტემბრიდან შევა.
ისრაელმა რამდენიმე ქვეყნის წითელ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება 23 ივლისს მიიღო, მას შემდეგ, რაც ამ სახელმწიფოებში ე.წ. ინდური შტამის შემთხვევები გახშირდა.