მაკა კვიციანის ზღაპრული დასვენება კუნძულ მალიორკაზე – ფოტოები მზიანი ესპანეთიდან

მაკა კვიციანი საზოგადოებამ პროექტ „მასტერშეფიდან“ გაიცნო. ის ცნობილი დიზაინერი და ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენის მეუღლეა.
Sputnik
დიზაინერი, კულინარი მაკა კვიციანი ზაფხულის უკანასკნელ დღეებს ესპანეთში ატარებს. მალიორკა ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული დასასვენებელი ლოკაციაა, სადაც გამგზავრება პოპულარულმა დიზაინერმა ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვიტა.
მაკა დასვენებისას „ინსტაგრამის“ ხელმომწერებს ულამაზესი ადგილების ვიდეოებით ანებივრებს და ასევე უზიარებს საინტერესო შავ-თეთრ ფოტოებსაც.
დიზაინერი სანაპიროზე უპირატესობას დიდი ზომის ქუდებს ანიჭებს, რომელთაც საცურაო კოსტიუმებსა და პარეოებზე, ასევე გრძელ კაბებზე ირგებს.
„ზაფხულის უკანასკნელი დღეები“ – ამ წარწერით განათავსა ახალი ფოტოები მაკამ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე.