ზოდიაქოს ყველაზე კონფლიქტური ნიშნები – ტოპ-ხუთეული

ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანთან ადვილია ურთიერთობები, ხოლო ზოგიერთთან – ძალზე რთული. მათთან ძალიან ჭირს საუბარი, კონტაქტი, მუდამ ჩხუბისკენ უჭირავთ თვალი, უყვართ, როცა ბუზს სპილოდ აქცევენ...
Sputnik
ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანთან ურთიერთობა ძალზე ადვილია. ისინი არიან კეთილი, გულღია, იციან საუბრის გაბმა და თანამოსაუბრის მოსმენა. ეს ადამიანები არასდროს გამოეკიდებიან თქვენს სიტყვებს, არ გააჩნიათ რამე ფარული მოტივი.
მაგრამ ასევე არიან მათი სრულიად საწინააღმდეგო ადამიანები – მათთან მუდამ სიფრთხილეა საჭირო, სანამ რამეს იტყვით, ათასჯერ უნდა დაფიქრდეთ. მათ კომპანიაში თავს არაკომფორტულად გრძნობთ.
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ
ეს ადამიანები ზოდიაქოს გარკვეულ ნიშნებს მიეკუთვნებიან. მათ მუდამ ჩხუბი და კამათი სურთ. კონფლიქტებს არა მხოლოდ ნორმალურად აღიქვამენ, არამედ უყვართ კიდეც და ხანდახან სპეციალურადაც ეძებენ. მოსწონთ, როცა ბუზს სპილოდ აქცევენ ხოლმე. ზოგჯერ ამ ადამიანებთან საინტერესოა ურთიერთობა, მაგრამ დანარჩენ დროს – რთული და მძიმე. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად მომთმენი ხართ თავად თქვენ და როგორი დამოკიდებულება გაქვთ კონფლიქტებისადმი.
და, მაინც, ზოდიაქოს რომელი ნიშნებია ყველაზე კონფლიქტური – გაეცანით ჩვენს სტატიას.
მორიელი
მორიელები ამ სიაში თავიანთი ცინიკურობის გამო მოხვდნენ. ისინი არ არიან ძალიან კომუნიკაბელურები და, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ უყვართ ურთიერთობები. ისინი იმალებიან გარე სამყაროსგან და ამჯობინებენ, რომ ყველაფერი საკუთარ გულში შეინახონ. ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ სხვები ტკივილს ვერ მიაყენებენ და სწორედ ამიტომ იქცევიან აგრესიულად. მათ გვერდით ყოფნა მარტივი ნამდვილად არ არის.
ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე ზარმაცი ნიშნები – ტოპ-ხუთეული
კურო
ნათელია, თუ რატომ მოხვდნენ კუროები ამ სიაში – თავიანთი სიჯიუტისა და „სქელკანიანობის“ გამო. ისინი მუდამ იწყებენ კამათს მათთან, ვინც მათ არ ეთანხმება. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზე ფეთქებადი და მგზნებარე არიან, ასევე ხშირად მიკერძოებულიც, რითიც ბევრს აფრთხობენ. ისინი სხვის აზრსა და თვალსაზრისს არ იღებენ.
ლომი
ლომები ძალიან ამაყობენ საკუთარი თავით. არ უყვართ, როცა ცუდი მხრიდან წარმოადგენენ, ასევე როცა ისეთ სიტუაციაში აყენებენ, რომ მათ ძალაში ეჭვი შეიძლება ვინმეს შეეპაროს. ვერ იტანენ იმ ადამიანებს, ვისთანაც მათ ეგოს რამე ემუქრება. ასეთ შემთხვევებში ისინი დაცვით რეჟიმზე გადადიან. ღირსება მათთვის ყველაფერზე მაღლა დგას და ამ ღირსებას ნებისმიერ ფასად დაიცავენ.
ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია
კირჩხიბი
კირჩხიბებს არ უყვართ კონფლიქტი, მაგრამ იმდენად მგრძნობიარე არიან, რომ არასდროსაა ცნობილი, რას უნდა ველოდოთ მათგან. ისინი უმნიშვნელო კრიტიკამაც კი შეიძლება წონასწორობიდან გამოიყვანოს. ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალზე ემოციურები არიან, ამიტომ მათთან ურთიერთობა რთულია.
ტყუპი
ტყუპებსაც განსაკუთრებით არ უყვართ კონფლიქტი. საერთოდ არ არიან აგრესიული, ან, ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ არ იყვნენ. სწორედ ესაა საქმის არსიც – ტყუპებთან არასდროს იცი, რას უნდა ელოდო მათგან. არიან ძალზე არასტაბილური და არაპროგნოზირებადი. მათ ყოველთვის ვერ ენდობი. მათში რამდენიმე პიროვნება ერთდროულად სახლობს, რაც მათი ქაოსური ქცევის მიზეზი ხდება. სწორედ ამის გამო მოხვდნენ ტყუპები ამ სიაში.