გუკა რჩეულიშვილს 42 წელი შეუსრულდა. მას დაბადების დღე მეგობრებმა სოციალურ ქსელში მიულოცეს, მათ შორისაა ყოფილი მეუღლე ლელა კილაძეც.
კილაძესა და რჩეულიშვილს გოგონა შეეძინათ, თუმცა გასულ წელს ისინიც დაშორდნენ. მეტიც, ლელა კილაძემ გუკა რჩეულიშვილს შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო უჩივლა. სასამართლომ რჩეულიშვილს მეუღლის მიმართ შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევის გამო პატიმრობა შეუფარდა.