თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 2.354 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 942 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 368, იმერეთი – 316, კახეთი – 166, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 156, შიდა ქართლი – 108, ქვემო ქართლი – 108, სამცხე-ჯავახეთი – 75, გურია – 64, მცხეთა-მთიანეთი – 33, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5.200 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 453.488-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 60 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 6.831-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 56.753 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 7.400 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 3.204, იმერეთში – 1.133, აჭარაში – 970.
1.557 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 361 პირი, მათგან თბილისში – 212, იმერეთში – 37, აჭარაში – 29.
კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 3.346 ადამიანი, მათ შორის 1.557 – თბილისში, 1.193 – აჭარაში. 46.007 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 125 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 118, ხოლო აჭარაში – 7.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55.323 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 29.313, აჭარაში – 6.137, იმერეთში – 4.823.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517.098-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.