„ღიმილის ბიჭი“ გოჩა ლომია 67 წლისა გარდაიცვალა

გოჩა ლომიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული საზოგადოებისა და ქართული კინოსთვის, აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ქართველი მსახიობი გოჩა ლომია 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, გოჩა ლომიას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინფარქტია.
გოჩა ლომიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და ახლობლებს.
„გოჩა ლომიამ მაყურებელს თავი დაამახსოვრა ქართულ მხატვრულ ფილმში „ღიმილის ბიჭები“ შესრულებული ერთ-ერთი მთავარი როლით და ხალხმა მას სიყვარულით „ბოლოკა“ შეარქვა“, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გოჩა ლომიას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული რეზო ჩხეიძის ფილმში „ნერგები“ და თემურ ფალავანდიშვილის ფილმში „მოხეტიალე რაინდები“.