ახალციხეში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. ყველა მათგანი ერთი სოფლის მკვიდრია.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
შემთხვევა სოფელ წყორძას ეკლესიასთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ტყიდან მოდიოდნენ, რა დროსაც მანქანა ხევში გადავარდა. ყველა მათგანი სოფელ წყორძას მკვიდრი და ერთმანეთის ნათესავები არიან.
დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.