კვირის პროგნოზი: როგორი ამინდი იქნება თბილისში 23–29 აგვისტოს

ზაფხულის ბოლო კვირა საქართველოს დედაქალაქში საკმაოდ ცხელი იქნება – ტემპერატურა 37 გრადუსამდეც კი მოიმატებს.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. სინოპტიკოსები ამ კვირაში თბილისში უპირატესად მზიან ამინდს ვარაუდობენ. ზოგჯერ მოსალოდნელია მცირე მოღრუბლულობა.
ორშაბათი, 23 აგვისტო: დღის პირველ ნახევარში მზიანი ამინდია მოსალოდნელი, შემდეგ კი ნაწილობრივ მოიღრუბლება.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 25 გრადუსი, მაქსიმალური დღისით – 34 გრადუსამდე.
სამშაბათი, 24 აგვისტო: მოსალოდნელია ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 22 გრადუსი, მაქსიმალური დღისით – 33 გრადუსი.
ოთხშაბათი, 25 აგვისტო: უპირატესად მზიანი ამინდი, იქნება სიცხე.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 20 გრადუსი, დღისით – 34 გრადუსი.
ხუთშაბათი, 26 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ზოგან მცირე მოღრუბლულობა.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 23 გრადუსი, დღისით – 35 გრადუსი.
პარასკევი, 27 აგვისტო: მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 24 გრადუსი, დღისით – 37 გრადუსი.
შაბათი, 28 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 25 გრადუსი, დღისით – 37 გრადუსი.
კვირა, 29 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამინდი.
მინიმალური ტემპერატურა ღამით – 25 გრადუსი, დღისით – 36 გრადუსი.