ცნობილი მოდელი და ტელეწამყვანი ალექსანდრა პაიჭაძე მალე მეორე შვილის დედა გახდება. გავრცელებული ინფორმაციით, სკანდალური მოდელი შვილს ოცი წლით უფროსი ბიზნესმენისგან ელოდება. მოდელი გოგონას დედა გახდება. ალექსანდრამ ამ სიახლის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.
ალექსანდრა გატაცებულია ფილოსოფიით და ხშირად პასუხობს სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვიდეოების საშუალებით. ცოტა ხნის წინ ალექსანდრამ სერგეი დრუჟკოს ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ალექსანდრა ტელევიზორში უყურებდა და დაწერა, რომ ეს კაცი მისი სიცოცხლეა და მასთან კონსულტაციებს გეგმავს კიევში.
სერგეი დრუჟკო რუსი მსახიობი, მუსიკოსი, რეჟისორი და ტელეწამყვანია, რომელიც პოპულარული გახდა TNT არხზე მისტიკური შოუს „აუხსნელი, მაგრამ სიმართლე" შექმნით. შოუს დახურვიდან რამდენიმე წლის შემდეგ სერგეიმ პოპულარობა ინტერნეტში მოიპოვა. 2017 წლიდან მსახიობს საკუთარი ვლოგი აქვს YouTube-ზე და ვიდეოების ნახვის მაჩვენებლით რეკორდსმენია.
რაც შეეხება ალექსანდრას, მას ტელეეკრანებიდან იცნობენ. ალექსანდრა რამდენიმე არხზე დილის გადაცემებში სპორტული ილეთებით დატვირთულ ვარჯიშებს ქალბატონებს უზიარებდა. საკუთარ გამოცდილებას სოციალურ ქსელშიც აქვეყნებს. მის ყველა ფოტოს ლოგიკური და საკმაოდ ვრცელი ტექსტები მრავალფეროვან თემებზე ახლავს.
მოდელი ცოტა ხნის წინ ახალი გადაცემის „ქალების“ თანაწამყვანიც გახდა. მოდელს პირველი ქორწინებიდან ვაჟი, დემეტრე ჰყავს, რომელსაც საზოგადოება მისი სოციალური ქსელიდან იცნობს.