COVID-19 საქართველოში – 23 აგვისტოს მონაცემები

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 453.488 ადამიანი, გარდაიცვალა – 6.831, სულ ჩატარებულია 979.813 აცრა, ერთ დღეში აცრილია 17.670 ადამიანი.
Sputnik
თბილისი, 23 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 2.354-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 517.098-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 453.488 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 5.200), გარდაიცვალა – 6.831 (ბოლო 24 საათში – 60). კარანტინის რეჟიმშია 125, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.400 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.346 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 22.875 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.208, PCR–ტესტით – 10.667.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,29%, ბოლო 14 დღის – 10,94%, ბოლო 7 დღის – 10,8%.
სულ ჩატარებულია 979.813 აცრა, ერთ დღეში აცრილია 17.670 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.