ტბიდან ფსკერი ამოიწია და მთლიანად დასკდა: თვითმხილველის გამაოგნებელი ვიდეო

ინდოეთის შტატ ჰარიანის ტბაზე ადგილობრივი მოსახლეობა უჩვეულო მოვლენის მოწმე გახდა: მოულოდნელად ტბიდან მიწის დიდი მონაკვეთი გამოჩნდა, შემდეგ კი თანდათან ამოიწია, წყლის ზედაპირს ასცდა და მთლიანად დასკდა.
Sputnik
ეს საოცარი მოვლენა შემთხვევით გადაიღო ადგილობრივმა ჯაგათ ვანიმ, რომელმაც ვიდეო სოციალური ქსელებით გაავრცელა. ჩანაწერში ისმის ვიდეოს ავტორის ხმა:
„ეს გამაოგნებელია! მიწა თავისით ამოდის. რა არის ეს?!“
ადგილობრივ ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია, ამიტომ სოციალური ქსელების მომხმარებლებმა თავად დაიწყეს ვარაუდების გამოთქმა. გამოიკვეთა ორი ძირითადი მოსაზრება: ზოგის აზრით, ეს ტექტონიკური აქტიურობის შედეგი იყო, ზოგს კი მიაჩნდა, რომ ტბის ფსკერის წყალს ზემოთ ამოწევა ნიადაგში დაგროვებულმა მეთანმა გამოიწვია.