საბურთალოზე ავარიის გამო ათასობით აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

Tbilisi Energy-ს ინფორმაციით, გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და გაზმომარაგება ეტაპობრივად სრულად აღდგება 23 აგვისტოს 21:00 საათამდე
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო – Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია Tbilisi Energy-ს 6 ათასი აბონენტი გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო კვირას გაზის გარეშე დარჩა, იუწყება კომპანია.
„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს
ავარია ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონში, ძოწენიძის ქუჩაზე მოხდა. შედეგად ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა საცხოვრებელ სახლებს, სახელმწიფო დაწესებულებებს, სკოლებსა და საწარმოებს.
Tbilisi Energy-ს ინფორმაციით, გაზსადენზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება დაიწყება 23 აგვისტოს 13 საათიდან. გაზმომარაგება სრულად აღდგება 21:00 საათამდე.
კომპანია მოუწოდებს მოსახლეობას, გაჟონვის თავიდან აცილების მიზნით ყურადღება მიაქციოს, რომ ბუნებრივ აირზე მომუშავე ყველა მოწყობილობა გაზმომარაგების აღდგენამდე გათიშული იყოს.