ამინდი ბათუმში: 23-29 აგვისტოს ზუსტი პროგნოზი

მომავალი კვირა იქნება ხელსაყრელი ზღვაზე შვებულების გასატარებლად - მოსალოდნელია მინიმალური ნალექი და ტემპერატურა +28 გრადუსამდე
Sputnik
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალ კვირაში ბათუმში მოსალოდნელია უპირატესად მზიანი ამინდი, დროგამოშვებით მოღრუბლულობა, იშვიათად წვიმა. ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 20-28 გრადუს სითბოს მიაღწევს.
კვირის ამინდის პროგნოზი ბათუმში ასე გამოიყურება:
ორშაბათი, 23 აგვისტო: მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, დროდადრო წვიმა. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 21 გრადუსი იქნება, დღისით კი — 25 გრადუსი. დაუბერავს წამში 2-4 მ სიჩქარის ქარი.
სამშაბათი, 24 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამიდი, დროგამოშვებით მოღრუბლულობა. დღისით 26 გრადუსამდე დაცხება, ხოლო ღამით ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს. ქარის სიჩქარე — 2-4 მ/წმ.
ოთხშაბათი, 25 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამინდი, დროდადრო მოიღრუბლება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 21 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი 26 გრადუსამდე დაცხება. ქარის სიჩქარე — 2-4 მ/წმ.
ხუთშაბათი, 26 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი ამინდი. ღამით ჰაერი ტემპერატურა პლუს 22 გრადუსზე დაფიქსირდება, დღისით კი — პლუს 27 გრადუსზე. ქარის სიჩქარე წამში 4 მეტრი იქნება.
პარასკევი, 27 აგვისტო: მოსალოდნელია მზიანი და უნალექო ამინდი. ღამით — 22 გრადუსი სითბო, დღისით — 28 გრადუსი. ქარის სიჩქარე — წამში 5 მეტრი.
შაბათი, 28 აგვისტო: მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით სუსტი წვიმა. ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 23 გრადუსი იქნება, დღისით — მაქსიმუმ 26 გრადუსი სიცხე. დაუბერავს წამში 4 მეტრი სიმძლავრის ქარი.
კვირა, 29 აგვისტო: ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, დროგამოშვებით  სუსტი წვიმა. ღამით პლუს 23 გრადუსი, დღისით — მაქსიმუმ 26 გრადუსი სითბო. ქარის სიჩქარე წამში 3 მეტრს მიაღწევს.