თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანთან საზღვარზე კედლის მშენებლობა მიმდინარეობს, რათა დევნილთა ნაკადების შეჩერება გახდეს შესაძლებელი.
ამ დროისათვის სამი მეტრი სიმღალის კედელი უკვე 5 კილომეტრზეა აგებული. საბოლოოდ მისმა სიგრძემ 295 კილომეტრი უნდა შეადგინოს. კედელს მავთულხლართებითა და თხრილებით გაამაგრებენ.