მოსკოვში ხელყუმბარის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა. გარდაცვლილი ბავშვი იყო 14 წლის. ასევე დაშავდა 12 წლის ბიჭი.
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. მოსკოვში საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარა აფეთქდა, აცნობა РИА Новости-ს საგანგებო სამსახურების წარმომადგენელმა.
„აფეთქება მოხდა საცხოვრებელი სახლის მეექვსე სართულზე“, - განაცხადა საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მოხდა მალაია ნაბერეჟნაიას ქუჩაზე. დაიღუპა ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. კიდევ ორი ადამიანი დაშავდა.
დედაქალაქის პროკურატურის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანაში დაიღუპა. გარდაცვლილი ბავშვი იყო 14 წლის. ასევე დაშავდა 12 წლის ბიჭი.