ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა

დღესვე ღარიბაშვილი შეხვდება ლვოვში უკრაინის მთავრობის მეთაურს, დენის შმიგალს, ხოლო 22 აგვისტოს - კიევში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 21 აგვისტოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვევა. ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
შაბათს ღარიბაშვილი შეხვდება ლვოვში უკრაინის მთავრობის მეთაურს, დენის შმიგალს, ხოლო 22 აგვისტოს - კიევში პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის.
ზურაბიშვილმა ზელენსკი საქართველოში მოიწვია
საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე გამართავს შეხვედრას რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოსთან და მონაწილეობას მიიღებს „ყირიმის პლატფორმის“ სამიტში.
საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა.
ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს. 2020 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 608 მლნ დოლარზე მეტი შეადგინა, 2019 წელს - 666,5 მლნ დოლარი.