თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. გრიგოლეთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო, იუწყება ტელეარხი „ფორმულა“.
ტელეარხის მონაცემებით, მამაკაცი ზღვაში ცურავდა და უცებ დახმარება ითხოვა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ის წყლიდან ამოიყვანეს, მაგრამ სასწრაფო დახმარების ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მომხდართან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით.