დიდ დიღომში ხანძარი გაჩნდა

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ცეცხლი საბურავებსა და ბალახს გაუჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია
Sputnik
თბილისი, 21 აგვისტო – Sputnik. დიდ დიღომში ცეცხლი საბურავებს მოეკიდა, ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძარი საბურავებსა და ბალახს გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.