ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ

რაც ადამიანის მოდგმა არსებობს, სიყვარულისა ვერავის ვერაფერი გაუგია. არავინ იცის, რატომ გვიყვარდება, არ გვიყვარდება... ასტროლოგები შეეცადნენ გაერკვიათ, ზოდიაქოს რომელ ნიშნებს „არ შეუძლიათ“ სიყვარული ისე, როგორც წიგნებში წერენ და როგორ სიყვარულსაც პოეტები უმღერიან...
Sputnik
თითოეულ ადამიანს თავისებურად უყვარს, თავისებურად გამოხატავს ან არ გამოხატავს სიყვარულს, ზოგი ძალზე ემოციურია, სხვა – თავშეკავებული... ამ ნიშნებზე ამბობენ, სიყვარული არ შეუძლიათო, მაგრამ ეს ხომ შედარებითია – ზოგი ადამიანი სიყვარულს ძალზე მგრძნობიარედ გამოხატავს, ზოგი – მოზომილად, ზოგს თვითონ სიყვარული უყვარს და ამ მდგომარეობაში ყოფნა, ზოგს ნამდვილად სხვა ადამიანი...
ზოდიაქოს ყველაზე ერთგული ნიშნები – ტოპ-სამეული
სასიყვარულო შეთავსებადობა არანაირ როლს არ ასრულებს იმაში, თუ როგორ ამჟღავნებთ თქვენს გრძნობებს. შესაძლოა, ერთმანეთს იდეალურად ესადაგებოდეთ, მაგრამ ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ იმით, რომ არ შეუძლია სიყვარულის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ადამიანს, რომელსაც უჭირს კაშკაშა და გულწრფელი ემოციების გამოვლენა, მაინც შეუძლია ბედნიერება მოგიტანოთ.
ასტროლოგების აზრით, ზოგი ნიშანი გრძნობებისა და სიყვარულისგან ძალზე მოშორებით დგას. ასეთებად ისინი ზოდიაქოს ხუთ ნიშანს მიიჩნევენ.
ტყუპი
ტყუპებს შეუძლიათ იყვნენ რომანტიკოსი, გითხრან „მიყვარხარ“. მაგრამ ის, რომ მათ სიყვარული „არ შეუძლიათ“, ეგოიზმზე დაფუძნებულ უსიამოვნო საქციელში მჟღავნდება. ისინი ხშირად იტყუებიან, არიან იმ ნიშანთა შორის, რომლებიც ყველაზე ხშირად ღალატობენ. ტყუპები დინამიკური ადამიანები არიან, ამიტომ იშვიათად სურთ შვილების ყოლა, ქორწილი, ყოფითი ცხოვრება, რუტინა. თუ მათ ცხოვრებას ხანგრძლივად უზრუნველყოფთ ემოციებით, ამ შემთხვევაში ისინი თქვენით არ დაიღლებიან. მაგრამ ასეთ ურთიერთობებში ორი კაცის სამუშაოს გაკეთება მოგიწევთ, რადგან ტყუპებს მიღება უყვართ, გაცემა კი – არა.
ზოდიაქო: მამაკაცები, რომლებსაც ძლიერი სიყვარულის უნარი შესწევთ
თხის რქა
თხის რქები შრომისმოყვარეობით არიან „დაავადებული“ და ამის გამო ხანდახან სიყვარულისთვის დრო არ ჰყოფნით. თუ მაინც იპოვეს მეორე ნახევარი, მათგან სიყვარულის გამომჟღავნებას მაინცდამაინც ნუ დაელოდებით. ისინი ხანდახან ძალზე მეწვრილმანე არიან და უბრალოდ შეუძლიათ დაივიწყონ, რომ ისინი უყვართ. ისინი ჩაძირული არიან პირად საქმეებში და ახლობლები ავიწყდებათ. თხის რქები ურთიერთობებში მოსაწყენი არიან, საკმაოდ ამორფული, ამიტომ თავად მოგიწევთ ცეცხლის გაჩაღება. პარტნიორისგან სიყვარულის გამომჟღავნებას ისინი იღებენ, როგორც სათანადო ჟესტს – „ასეც უნდა იყოს“. ისინი ჯიუტი ადამიანები არიან. მათთან კამათს აზრი არა აქვს, რადგან ამ კამათში გამარჯვება არარეალურია.
მერწყული
მერწყულები აღმერთებენ თავისუფლებას და დამოუკიდებლობის შეგრძნებას ურთიერთობებში. მათ სჭირდებათ მსუბუქი სიყვარული განსაკუთრებული ვალდებულებების გარეშე. ისინი ყოველთვის დაეხმარებიან თავიანთ მეორე ნახევარს, მხარს დაუჭერენ, მაგრამ ვერ მოითმენენ ცუდ დამოკიდებულებას მათ მიმართ. მას შემდეგ, რაც ურთიერთობების ტკბილი პერიოდი მთავრდება, ისინი მოსაწყენ ადამიანებად იქცევიან; შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ უკვე დიდი ხანია ერთად ხართ. მერწყულები აფასებენ ადამიანებს, მაგრამ მალე ცივდებიან მათ მიმართ. დროთა განმავლობაში საყვარელი ადამიანი მათთვის რაღაც თავისთავადი ხდება; შეუძლიათ მისი მიტოვება მხოლოდ იმიტომ, რომ მოსწყინდათ.
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები
მორიელი
მორიელები სასტიკი არიან, მაგრამ მხოლოდ იქამდე, სანამ ბოლომდე არ გაგიცნობენ. მათთვის აუცილებელია ადამიანი კარგად გაიცნონ, სანამ მასთან გულს გახსნიან. მორიელებს შეუძლიათ გრძნობების გამომჟღავნება, თუმცა მათი არაპროგნოზირებადობა მათ მიმართ შთაბეჭდილებას აფუჭებს. მორიელის სიყვარულისთვის ადამიანს დიდი მოთმინება სჭირდება. ეს ადამიანები ნამდვილად არ არიან იოლად საურთიერთობო, ამიტომ თქვენ შეყვარებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებენ. თან, უმეტეს შემთხვევებში, მათ ძალიან ნელა უყვარდებათ.
კირჩხიბი
კირჩხიბებს არ უყვარდებათ, ისინი, უბრალოდ, პოულობენ ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად ესადაგებათ მათ ოჯახის შექმნისთვის. ისინი საკმაოდ რომანტიკული და საინტერესო ადამიანები არიან, მაგრამ მხოლოდ ურთიერთობების დასაწყისში. გარკვეული დროის შემდეგ და, მით უფრო, ქორწინების შემდეგ ისინი შორდებიან პარტნიორს. ემოციებს ვეღარ მიიღებთ, მაგრამ თქვენი ცხოვრება არც მოსაწყენი გახდება. კირჩხიბებს შეუძლიათ ზრუნვა, მაგრამ ნამდვილი, ძლიერი გრძნობით სიყვარული – არა. ამ ადამიანებთან თავს მშვიდად და თბილად იგრძნობთ, მაგრამ, როგორც ამბობენ, ზედმეტი ტკბილი პრობლემებს ქმნის. ხანდახან სურვილი გაქვთ მეგობრებს შეხვდეთ, რაღაც მოულოდნელი და ნაუცბათევი გადაწყვეტილებები მიიღოთ, მაგრამ კირჩხიბებს, თხის რქების მსგავსად, სპონტანურობა არ უყვართ. ინტიმურ ცხოვრებაშიც კი ყველაფერი გაწერილი უნდა იყოს.