მეგახანძარი „დიქსი“ კალიფორნიაში ყველაფერს ანადგურებს – ფოტო

აშშ-ში ხანძრების მხრივ განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კალიფორნიაში, ორეგონში, ვაშინგტონში, მონტანასა და აიდაჰოში.
Sputnik
კატასტროფული ხანძრის კერამ კალიფორნიაში 253 ათასი ჰექტარი მოიცვა.
სულ აშშ-ის დასავლეთში ცეცხლი მოდებულია 919 ათას ჰექტარ ფართობზე. წლის დასაწყისიდან ხანძრების საერთო ფართობმა 1,6 მილიონ ჰექტარს გადააჭარბა.
1 / 12
მხოლოდ ამ თვეში ხანძარმა 1 208 შენობა გაანადგურა ქალაქ გრინვილში
2 / 12
ენერგეტიკულმა კომპანიამ დროებით შეწყვიტა ელექტროენერგიით მომარაგება კალიფორნიის შტატის რამდენიმე ოლქში, რათა თავიდან აირიდონ ხანძრის გავრცელება
3 / 12
კალიფორნიის ყველაზე დიდ ტყის ხანძარს უწოდეს „დიქსი“ - ეს იმ გზის სახელია, სადაც ხანძრის პირველი კერა წარმოიქმნა
4 / 12
ცეცხლმოდებული გორები მილფორდში
5 / 12
მეტყევე ნათან სპანგლი ათვალიერებს დამწვარ ხეებს
6 / 12
აალების კერა ლოკალიზებულია მხოლოდ მესამედ ნაწილზე
7 / 12
ხანძრის გავრცელებას ხელს უწყობს ქარი, სიცხე და დაბალი ტენიანობა
8 / 12
„დიქსი“ კიდევ ათობით ათას შენობას უქმნის საფრთხეს კალიფორნიაში
9 / 12
ხანძრის შეგნებულად გაჩენაში ბრალი წაუყენეს ყოფილ პედაგოგ ჰარი მეინარდს
10 / 12
ხელისუფლებაში შიშობენ, რომ ამინდი ხანძრის გავრცელებას ხელს შეუწყობს
11 / 12
აშშ-ის მთავრობამ პირველად განაცხადა მდინარე კოლორადოში წყლის ნაკლებობის შესახებ, რომელიც მილიონობით ადამიანისა და ცხოველის საჭიროებებს აკმაყოფილებს ქვეყნის დასავლეთში. ამის მიზეზია საშუალო ტემპერატურის ზრდა და მყინვარებზე თოვლის საფარის დნობა, საიდანაც იღებს სათავეს მდინარე კოლორადო
12 / 12
ბოლო 30 წლის განმავლობაში კლიმატური ცვლილებების გამო რეგიონი უფრო ცხელი და მშრალი გახდა