უცხოელი სტუდენტები რუსეთში კორონავირუსზე აცრას შეძლებენ

თუ უცხოელ სტუდენტებს ჯერ არ ჩაუტარებიათ ვაქცინაცია და ამის სურვილს გამოთქვამენ, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები მათ ასეთ შესაძლებლობას მისცემენ.
Sputnik
თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სრულწლოვანი უცხოელი სტუდენტები რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში კორონავირუსზე აცრას შეძლებენ, განაცხადა ქვეყნის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრმა ვალერი ფალკოვმა.
უფრო ადრე სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთში სწავლისთვის დაბრუნება ყველა უცხოელ სტუდენტს შეუძლია, ქვეყანაში შესვლის ალგორითმი შემუშავებულია.
„თუ უცხოელი სტუდენტი ჯერ არ არის ვაქცინირებული და ამის სურვილს გამოთქვამს, რუსეთის უმაღლესი სასწავლებლები ასეთ შესაძლებლობას აუცილებლად მისცემენ", – განაცხადა ფალკოვმა Россия 24-თან ინტერვიუში.