თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 00:50 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მოსახლეობას.
00:00 საათიდან 01:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, ვაშლიჯვრის IIა ზონის, აღმაშენებლის ხეივნის, გოძიაშვილის, კვანტალიანის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.