„ჩვენ გვსურს კვლავ აღვმართოთ ჩვენი დროშა, არ გვინდა 20 წლით უკან დაბრუნება!“ – განაცხადა აქციის მონაწილე ფარზანამ.
„სამწუხაროდ, მათ ჩვენ წინააღდეგ ძალა გამოიყენეს, დაგვიმტვრიეს სმარტფონები და გვითხრეს, „თქვენ ვერ შეძლებთ თქვენი დროშის აღმართვას“, შემდეგ კი დაამატეს: „წადით და იყავით სახლებში, თქვენ ქალები ხართ და უნდა გრცხვენოდეთ“, – ჰყვება ერთ-ერთი მომიტინგე.
ავღანეთის დროშა თალიბების მიერ ქვეყნის ხელში ჩაგდების შემდეგ დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა.