თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირებული ბევრი პაციენტი ადრეულ სტადიაზე მხედველობის ორგანოებზე პრობლემებს ამჩნევს. ვირუსი იმითაა საშიში, რომ შეუძლია დააზიანოს სისხლძარღვები და ამით გამოიწვიოს თრომბისა და ვასკულიტების წარმოქმნის რისკი. ყველაზე ხშირად COVID-19 იწვევს კორონავირუსულ კონიუნქტივიტს, განუცხადა სააგენტო Прайм-ს СМ-Клиника-ს ოფთალმოლოგმა არპინე ადამიანმა.
„თვალის ლორწოვანი გარსი ძალიან ხელსაყრელი გარემოა SARS-CoV-2 კორონავირუსისთვის, რადგან მათი pH ერთმანეთს ემთხვევა. ამის გამო ვირუსმა თვალის ლორწოვან გარსში დიდხანს შეიძლება დაჰყოს და დააზიანოს მისი ზედაპირი. დაავადება ხშირად ორივე თვალს აზიანებს“, – განაცხადა ექიმმა.
მისი თქმით, თვალის დაავადება რამდენიმე სიმპტომით შეიძლება განისაზღვროს: თვალების დაწითლება, ქუთუთოების გამოხარტული ქავილი, სინათლის აუტანლობა, ცრემლდენა, თვალებში „ქვიშის“ შეგრძნება, თვალის „ჭრა“, გამონადენი თვალებიდან, დაბინდული მხედველობა.
არპინე ადამიანი ყველას მოუწოდებს, ყურადღებით იყვნენ საკუთარი მხედველობის მიმართ და მაშინვე მიმართონ ექიმს, თუ რამე საეჭვო სიმპტომს შეამჩნევენ.