აშურა – წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი გლოვის დღეა. იგი 680 წელს სწორედ ქარბალაში ბრძოლის დროს მოკლეს თავის 72 მხლებელთან ერთად.
სხვა დღესასწაულებისგან განსხვავებით, შიიტი მუსლიმები ამ დღეს ერთმანეთს კი არ ულოცავენ, არამედ უსამძიმრებენ. ამ დღეს ისინი მსვლელობას აწყობენ და სამგლოვიარო გალობით და სხეულის გვემით აღნიშნავენ.