თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.743-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 506.040-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 440.370 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.393), გარდაიცვალა – 6.649 (ბოლო 24 საათში – 59). კარანტინის რეჟიმშია 77, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 7.238 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.458 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 46.389 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 29.181, PCR–ტესტით – 17.208.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,22%, ბოლო 14 დღის – 10,86%, ბოლო 7 დღის – 10,98%.
სულ ჩატარებულია 907.665 აცრა, ერთ დღეში აცრილია 23.986 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.