ხანძრები საფრანგეთში: არიან დაშავებულები და დაღუპულები – ვიდეო

ხანძარმა უკვე 7 ათასი ჰექტარი მოიცვა. ევაკუირებულია დაახლოებით 7 ათასი ადამიანი. ცეცხლი დიდი სისწრაფით ვრცელდება.
Sputnik
საფრანგეთის სამხრეთში ტყის მასშტაბური ხანძრებია. სტიქიამ იმსხვერპლა ორი ადამიანის სიცოცხლე, დაშავებულია 24. ხანძარს ებრძვის დაახლოებით 1,2 ათასი მეხანძრე. გამოიყენება სახანძრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები.
ხანძარი სენ-ტროპედან 30 კილომეტრში გაჩნდა.
„არასოდეს გვინახავს, რომ ცეცხლი ასეთი სისწრაფით ვრცელდებოდეს“, – განაცხადა ქალაქ ლა-გარდ-ფრენეს მერმა ტომას დომბრიმ.