ბოლო დღეების განმავლობაში ავღანეთში სიტუაცია განსაკუთრებით დაიძაბა – თალიბებმა დიდი ქალაქები აიღეს. კვირას მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისინი აკონტროლებდნენ ყველა სასაზღვრო წერტილს. მოგვიანებით ბოევიკებმა განაცხადეს, რომ შევიდნენ ქაბულში და კონტროლი დაამყარეს პრეზიდენტის სასახლეზე.
ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ განაცხადა, რომ ქვეყანა დატოვა, „რათა თავიდან აერიდებინა ხოცვა-ჟლეტა“. კვირა–ორშაბათის ღამით „თალიბანის“ პოლიტოფისის წარმომადგენელმა მუჰამედ ნაიმმა განაცხადა, რომ ავღანეთში ომი დასრულდა, ხოლო სახელმწიფოს მართვის ფორმა მალე დადგინდება.
შემდგომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარეს მოუწოდა, უზრუნველყონ უცხოელებისა და ქვეყნიდან წასვლის სურვილის მქონე ავღანელების უსაფრთხო გასვლა. დოკუმენტს ხელი მოაწერა 60-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, კანადამ, ევროპის ქვეყნებმა, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთმა სახელმწიფოებმა.