მიუხედავად მშვიდობიანი მმართველობის დაპირებისა: ავღანეთში სამი პროტესტანტი მოკლეს – ვიდეო

ავღანეთის ქალაქ ჯელალაბადში თალიბების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე სამი ადამიანი მოკლეს.
Sputnik
თვითმხილველების თქმით, ჯელალაბადში მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ადგილობრივები ავღანეთის დროშის აღმართვას ცდილობდნენ ერთ-ერთ მოედანზე, დედაქალაქიდან 150 კილომეტრში.
გარდა ამისა, ათზე მეტი ადამიანი დაიჭრა მას შემდეგ, რაც „თალიბანის“ ბოევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს პროტესტის მონაწილეებს.
„თალიბანის“ წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.