აფეთქების საფრთხე ვაშინგტონში: ბომბის შესახებ შეტყობინების ავტორი პოლიციას ჩაბარდა

ეჭვმიტანილი Facebook-ზე მომხდარის პირდაპირ ტრანსლაციას ახორციელებდა. მან განაცხადა, რომ ბომბები მთელი ქალაქის მასშტაბით განალაგა
Sputnik
თბილისი, 19 აგვისტო – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც ვაშინგტონის ცენტრში აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკასთან ავტომობილი გააჩერა და ბომბის შესახებ განაცხადა, პოლიციას ჩაბარდა, იუწყებიან ამერიკული მედია-საშუალებები კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსზე, ტომ მენჯერზე დაყრდნობით.
მანამდე კაპიტოლიუმის პოლიციამ აშშ-ის დედაქალაქის ცენტრში აფეთქების საფრთხის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ამ რაიონში შესვლისგან. პოლიციამ გადაკეტა კაპიტოლიუმის ბორცვი, უზენაესი სასამართლოს და კონგრესის ბიბლიოთეკის შენობები. ტერიტორია შემოსაზღვრეს ყვითელი ლენტით, მეზობელი შენობებიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.
ამ დროისთვის მძღოლი იდენტიფიცირებულია. თავისი Facebook-ის აკაუნტში (ამ დროისთვის უკვე დაბლოკილია) ის მომხდარის ტრანსლაციას ახორციელებდა. კერძოდ, მამაკაცი აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და მასთან მოლაპარაკებების ორგანიზებას მოითხოვდა. გარდა ამისა, ეჭვმიტანილმა განაცხადა, რომ ბომბები „მთელს ქალაქში“ განათავსა. მან ასევე განაცხადა, რომ მზადაა სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაასრულოს.