დაბადების დღის წვეულებაზე გოგონას ალიგატორი დაესხა თავს – ვიდეო

აშშ-ის იუტას შტატში დაბადების დღის აღნიშვნის დროს რეპტილიების ცენტრის თანამშრომელს ალიგატორი დაესხა თავს.
Sputnik
ინციდენტი 14 აგვისტოს მოხდა. გოგონა ცდილობდა ალიგატორისთვის ბრძანება მიეცა, რათა ის პლატფორმიდან აუზში დაბრუნებულიყო. მოულოდნელად ალიგატორი გოგონას ხელში სწვდა და აუზში ჩაითრია.
გოგონას მეუღლე უყოყმანოდ გადახტა რეზერვუარში, რათა ინსტრუქტორი ალიგატორისგან გაეთავისუფლებინა. მან გოგონას გათავისუფლება კიდევ ერთი ვიზიტორის დახმარებით შეძლო.
დაზარალებულს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ის მალევე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსალოდნელია, რომ გოგონა სრულიად გამოჯანმრთელდება.