თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მისი ოჯახი ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფებიან, იუწყება CNN-ი.
„არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ქვეყანამ პრეზიდენტი აშრაფ ღანი და მისი ოჯახი ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიიღო“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა მას შემდეგ დატოვა, რაც დედაქალაქი ქაბული რადიკალურმა მოძრაობა „თალიბანმა“ დაიკავა. მისი თქმით, არ სურდა ქვეყანაში სისხლისღვრა დაეშვა. მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობი იყო.