„თელასი" თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს ხვალ ელექტროენერგიას გაუთიშავს

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 17 აგვისტო – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 18 აგვისტოს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
დიდუბის რაიონი
 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, დავით აღმაშენებლის გამზირის, ყიფიანის, მაიაკოვსკის, თევდორე მღვდლის, გორის და ცაბაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის, თამარ მეფის გამზირის, წერეთლის გამზირის, დიღმის მასივის IV კვარტლის, ახმეტელის, ბელიაშვილის, ქურდიანის, სლავა მეტრეველის, თევდორე მღვდლის და ბათუმის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის, კოსტავას, გიორგი მიროტაძის, ოჟიოს, სპირიდონ ვირსალაძის, ალექსიძის, აფაქიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილის, ალმასიანის, ბერბუკის, ფიზკულტურის და ტყვარჩელის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, სააკაძის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის, პეკინის გამზირის, კოსტავას, ხვიჩიას, გიორგი მიროტაძის, ოჟიოს, ბახტრიონის, საბურთალოს, სულხან ცინცაძის, იყალთოს, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის და სპირიდონ ვირსალაძის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის, შანიძის, ჯანაშიას, ხორავას და მელიქიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, პუშკინის, ვერცხლის და ნიშნიანიძის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების IIIა მიკრორაიონის და სესილია თაყაიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის და თემქის დასახლების IV მიკრორაიონის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მარუაშვილის, ზაზიშვილის, გროზნოს, თეთნულდის, პალიასტომის, კიკვიძის, ნორიოს, ქინქლაძის, მამრაძის, დონდუას, ცხრა ძმის, კაპანაძის, გოგოლის, ჩიტაიას, კლდიაშვილის, კონსტიტუციის, ფიროსმანის და ჩუბინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.